დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, ალექსეი ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, ალექსეი ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

ალექსეი ნავალნი მამაცი იყო, მაგრამ რუსეთში არ უნდა დაბრუნებულიყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ნავალნის სიტუაცია ძალიან სამწუხაროა. ის იყო ძალიან მამაცი ბიჭი, რადგან ის დაბრუნდა. მას შეეძლო თავი დაეღწია. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისთვის ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა, შორს ყოფილიყო და ელაპარაკა ქვეყნის გარედან, ვიდრე დაბრუნებულიყო იქ, რადგან ხალხი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო და ასეც მოხდა. ეს საშინელებაა“, – განაცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, ის, ნავალნის მსგავსად, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

„ეს ჩვენს ქვეყანაშიც ხდება. ჩვენ ვიქცევით კომუნისტურ ქვეყნად მრავალი თვალსაზრისით და თუ ამას დააკვირდებით, მე ვარ ლიდერი კანდიდატი. Და მე ბრალი წამიყენეს“, – განაცხადა ტრამპმა.