ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინას ნებას არ რთავს, ამერიკული იარაღი მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
ჯო ბაიდენი - აშშ უკრაინას ნებას არ რთავს, ამერიკული იარაღი მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმებისთვის გამოიყენოს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს ნებას არ რთავს, ამერიკული შეიარაღება მოსკოვსა და კრემლზე დარტყმისთვის გამოიყენოს.

როგორც მან ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში განმარტა, „ასეთი იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება. რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელების ნებას არ ვრთავთ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აშფოთებს თუ არა პუტინის განცხადება, რომ უკრაინისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყამად ომში პირდაპირ მონაწილეობას გულისხმობს, ბაიდენი ამბობს, რომ „მას 40 წელზე მეტია, ვიცნობ. უკვე 40 წელია, მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის, დიქტატორია და მთელი ძალით ცდილობს თავისი ქვეყნის შენარჩუნებას და ამასთან, განაგრძობს შეტევებს. არ ვსაუბრობთ მათთვის იარაღის მიცემაზე მოსკოვზე, კრემლზე დასარტყმელად, მხოლოდ საზღვრის იმ მხარეს, საიდანაც უკრაინაში შეჭრისა და უკრაინელების მკვლელობისთვის შეიარაღებას იყენებენ“.