ჯო ბაიდენი აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა.
ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტობის კანდიდატად მილუოკიში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე დაამტკიცეს. მას 3 550-ზე მეტმა დელეგატმა მისცა ხმა. პანდემიის გამო ყრილობა ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ყრილობაზე მას მხარი დაუჭირა ორმა ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ჯიმი კარტერმა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.