ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა
ჯო ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

ჯო ბაიდენი აშშ-ში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტობის კანდიდატად მილუოკიში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე დაამტკიცეს. მას 3 550-ზე მეტმა დელეგატმა მისცა ხმა. პანდემიის გამო ყრილობა ვირტუალურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ყრილობაზე მას მხარი დაუჭირა ორმა ყოფილმა დემოკრატმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა და ჯიმი კარტერმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.