ჯო ბაიდენი აშშ-ის მე-13 პრეზიდენტია, რომელსაც ელისაბედ მეორე 13 ივნისს შეხვდება [ფოტო]
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უმასპინძლებს.
შეხვედრა უინძორის სასახლეში, 13 ივნისს, დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართება.
ჯო ბაიდენი აშშ-ის რიგით მე-13 პრეზიდენტია, რომელსაც ბრიტანეთის მონარქი თითქმის 70-წლიანი მმართველობის განმავლობაში უმასპინძლებს.