ჯო ბაიდენი - მეხუთე მუხლის ვალდებულება არ ვრცელდება უკრაინაზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რისი გაკეთების ნება ექნებათ ნატო-ს სხვა წევრებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა ამ ეტაპზე არ განიხილება.
ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი ვალდებულება ნატო-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, მეხუთე მუხლის ვალდებულება იმ შემთხვევისთვის, თუ მათ თავს დაესხმებიან. ეს ვალდებულება არ ვრცელდება უკრაინაზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება, რისი გაკეთების ნება ექნებათ ნატო-ს სხვა წევრებს.
იდეა, რომ აშშ ცალმხრივად გამოიყენებს ძალას, რათა დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, ამ ეტაპზე არ განიხილება, მაგრამ რაც მოხდება, არის მძიმე შედეგები რუსეთისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინმა ჩემი გზავნილი გაიგო“,- განაცხადა ბაიდენმა.