ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერთან, ვინც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერთან, ვინც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ის ითანამშრომლებს ნებისმიერთან, ვინც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება. ასე გამოეხმაურა ჯო ბაიდენი მედიის მიერ დასმულ კითხვას, სპიკერად ჯიმ ჯორნადის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ჯიმ ჯორდანი ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიებას ხელმძღვანელობდა და ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობს.

რესპუბლიკელები ახალი სპიკერს 11 ოქტომბერს აირჩევენ. კევინ მაკარტის ჩასანაცვლებლად ორი კანდიდატი – სტივ სკალიზი და ჯიმ ჯორდანი იბრძვის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერი კევინ მაკარტი თანამდებობიდან 4 სექტემბერს გადააყენა.