ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ როგორ უპასუხებს ირანის სარაკეტო თავდასხმას.

„ვვარაუდობ, რომ როდესაც ისინი შეაფასებენ, თუ როგორი რეაგირება ექნებათ, დისკუსიას შემდეგ გავმართავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ბრიფინგზე.

მისი თქმით, ისრაელი არ აპირებს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს, ისრაელის ადგილზე რომ ყოფილიყო, ირანის ნავთობსაბადოებზე დარტყმების ნაცვლად „სხვა ალტერნატივებზეც“ დაფიქრდებოდა.