ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზისა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზისა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზისა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფს. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება იმ მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ ადამიანს, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელი დათანხმდა ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ღაზის სექტორში.

„მინდა, მკაფიოდ ვთქვა – თუ „ჰამასი“ გადაამისამართებს ან მოიპარავს ამ დახმარებას, ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ მათ არ ადარდებთ პალესტინელი ხალხი“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ის მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს პრინციპს.