ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.
„შეერთებულმა შტატებმა პუტინს დაუწესა უპრეცედენტო ფასის გადახდა, რათა ჩამოერთვას ის შემოსავალი, რომელიც მას სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. G7-თან ერთად ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, მთავარ ექსპორტს, რომელსაც რუსეთისთვის ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს“, – წერს ბაიდენი.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები გერმანიაში, ბავარიის რეგიონში იკრიბებიან. წევრ ქვეყნებთან ერთად სამიტში მონაწილეობას ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, არგენტინის, სენეგალის და ინდონეზიის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.