ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავს. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.

„შეერთებულმა შტატებმა პუტინს დაუწესა უპრეცედენტო ფასის გადახდა, რათა ჩამოერთვას ის შემოსავალი, რომელიც მას სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. G7-თან ერთად ავკრძალავთ რუსული ოქროს იმპორტს, მთავარ ექსპორტს, რომელსაც რუსეთისთვის ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს“, – წერს ბაიდენი.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები გერმანიაში, ბავარიის რეგიონში იკრიბებიან. წევრ ქვეყნებთან ერთად სამიტში მონაწილეობას ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, არგენტინის, სენეგალის და ინდონეზიის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.