ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ დაიცავს ტაივანს, თუ მას ჩინეთი დაესხმება თავს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ დაიცავს ტაივანს, თუ მას ჩინეთი დაესხმება თავს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, აშშ დაიცავს ტაივანს, თუ მას ჩინეთი დაესხმება თავს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ვაშინგტონი ვალდებულია, დაიცვას ტაივანი.

აღსანიშნავია, რომ აშშ ტაივანის დაცვის საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკას მიჰყვებოდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენის უკანასკნელი განცხადება ამ კურსის ცვლილებაზე მიანიშნებს.

მიუხედავად ამისა, თეთრ სახლში განმარტავენ, რომ ვაშინგტონი პოზიციას არ ცვლის.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინში არაერთხელ განაცხადეს, რომ ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებას არ გამორიცხავენ.