ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა პირველ მაისამდე ამის გაკეთება რთული იქნება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა პირველ მაისამდე ამის გაკეთება რთული იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთს დატოვებენ, თუმცა პირველ მაისამდე ამის გაკეთება რთული იქნება.

„თუ ჩვენ დავტოვებთ, ამას გავაკეთებთ უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად. ჩვენ დავტოვებთ, კითხვა ის არის, როდის დავტოვებთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტს ჰკითხეს, დარჩებიან თუ არა ამერიკელი სამხედროები ავღანეთში 2022 წელსაც, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ მას ეს ვერ წარმოუდგენია.