ჯო ბაიდენი 28 აპრილს კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა
ჯო ბაიდენი კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ჯო ბაიდენი 28 აპრილს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვლისთვის მიიწვია. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა მიწვევა მიიღო.
„პრეზიდენტმა მიიღო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მიწვევა, სიტყვით მიმართოს კონგრესის გაერთიანებულ სესიას 28 აპრილს, მის ოფისში მოსვლიდან 100 დღის შესრულების წინა ღამით“, – ნათქვამია თეთრ სახლის განცხადებაში.