ჯო ბაიდენი 25 მარტს ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება
ჯო ბაიდენი 25 მარტს ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი 25 მარტს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ველოდები აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირაში დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე. დავპატიჟე ჯო ბაიდენი, რომ შემოგვიერთდეს შეხვედრაზე და გაგვიზიაროს მისი შეხედულება აშშ-ისა და ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე. დადგა დრო, ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსი აღდგეს“, – წერს შარლ მიშელი.

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, რომელსაც ევროკავშირის ლიდერები დაესწრებიან, 25 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსეთთან ურთიერთობებიც იქნება.