ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს
ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

„დიახ, ჩემი გეგმაა, რომ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. ასეთია ჩემი მოლოდინი“, – ასე უპასუხა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას.

ჟურნალისტი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ბაიდენი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა უკვე გააკეთა განცხადება, ის გეგმავს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. „ჩემს წინამორბედს ეს სჭირდებოდა. ოჰ ღმერთო, მომენატრა“, – განაცხადა ბაინდენმა.

შემდეგ კი დაამატა „მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბედისწერას. არასდროს შემეძლო დაზუსტებით დამეგეგმა სამი ან ოთხი წლით რამე“,- განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, ელოდება თუ არა ბაიდენი, რომ მისი კონკურენტი 2024 წელს დონალდ ტრამპი იქნება, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს:

„კარგით რა, არც კი ვფიქრობ ამაზე, წარმოდგენა არ მაქვს, იქნება კი რესპუბლიკური პარტია 2024 წელს? თქვენ როგორ ფიქრობთ?“.