ჯიმი ბატლერმა მხრის ტრავმა მიიღო
ჯიმი ბატლერმა მხრის ტრავმა მიიღო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ზამთრის სატრანსფერო სეზონის დახურვამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. რამდენიმე გუნდმა შემადგენლობაში ცვლილებები უკვე განახორციელა. ოთხ გუნდს შორის მომხდარი გაცვლის შედეგად, კლინტ კაპელა „ატლანტას” ცენტრი გახდა. რობერტ კოვინგტონმა კი „ჰიუსტონის” მაისური მოირგო. „ჰოუქსმა” გაცვლის შედეგად, ასევე დრაფტის ორი მეორე პიკის არჩევის უფლება მიიღო.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ანდრე იგუადალა მაიამი „ჰიტში” გადავიდა. სანაცვლოდ კი „მემფისი” ჯასტის ვინსლოუს მიიღებს. იგუადალამ მაიამისთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროის განმავლობაში $30 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიდელთა ხელმძღვანელობა გუნდში დანილო გალინარის დაშვებასაც ცდილობს.

„მაიამი ჰიტმა“ რეგულარულის მორიგი შეხვედრა სტუმრად „სტეიპლს ცენტრში” ლოს ანჯელეს „კლიპერსთან” გამართა და უშანსოდ წააგო. მარცხის გარდა „ჰიტის” ქომაგებისთვის ამ მატჩშში კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მესამე პერიოდში დაშავდა ჯიმი ბატლერი. მან მხარი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბატლერის ტრავმა წინასწარი ინფორმაციით სერიოზული არ არის.