NBA-ს 2020-21 წლების სეზონის სიმბოლურში სამი ევროპელია #1TVSPORT
NBA-ს 2020-21 წლების სეზონის სიმბოლურში სამი ევროპელია #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2020-21 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებები შეადგინა.

პირველად ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რეგულარული სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში სამი კალათბურთელი მოხვდა ევროპიდან- სერბი ცენტრი ნიკოლა იოკიჩი, ბერძენი ფორვარდი იანის ანტენტოკუმპო და სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი.

ანტენტოკუნმპო ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც გამოკითხვისას მაქსიმალური 100 ხმა მიიღო, სეზონის MVP-ის იოკიჩს 99 ხმა მისცეს.

პირველი ნაკრები – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი), სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი).

მეორე ნაკრები – დემიან ლილარდი (პორტლენდი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), კრის პოლი (ფინიქსი), ჯოშუა რენდლი (ნიუ იორკი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი).

მესამე ნაკრები – რუდი გობერი (იუტა), ჯიმი ბატლერი (მაიამი), პოლ ჯორჯი (კლიპერსი), ბრედლი ბილი (ვაშინგტონი), კაირი ირვინგი (ბრუკლინი).