ჯიმ რიში - დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა
დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს.
სენატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
„დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, თუმცა ძალზედ მისასალმებელია. მე მომავალშიც დავუჭერ მხარს ქართველი ხალხის სურვილს, იმოძრაონ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ”, – წერს სენატორი ჯიმ რიში.