ჯიმ რიში – დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა
დადგა დრო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემა, – ამის შესახებ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ტვიტერში“ წერს.
სენატორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
„დღევანდელი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაგვიანებულია, თუმცა ძალზედ მისასალმებელია. მე მომავალშიც დავუჭერ მხარს ქართველი ხალხის სურვილს, იმოძრაონ უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე მომავლისკენ”, – წერს სენატორი ჯიმ რიში.
It’s about time the State Department begins to hold #Georgia’s corrupt judges to account. Today’s designations are long-overdue, but very welcome. I will continue to support the desires of the Georgian people to move to a more democratic and transparent future.🇬🇪🇺🇸
— Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) April 5, 2023