„ჯეოსელს“ „სილქნეტი“ 153 მლნ. აშშ დოლარად ყიდულობს
„სილქნეტში“ აცხადებენ, რომ „ჯეოსელს“ ყიდულობენ.
„მიღწეულია შეთანხმება „ჯეოსელის“ აქციონერებთან: Telia Company (STO:TELIA) და Turkcell (NYSE: TKC, IST: TCELL). გარიგების ღირებულებამ შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი. დაფინანსება მოხდება „თიბისი ბანკისა“ და მის მიერ ორგანიზებული რეგიონული ბანკების სესხითა და სილქნეტის საკუთარი კაპიტალით.
ქვეყანაში უმსხვილესი ფიქსირებული ოპერატორი „სილქნეტისა“ და მობილური ოპერატორი „ჯეოსელის“ გაერთიანებით საქართველოში იქმნება სრულმასშტაბიანი სატელეკომუნიკაციო კომპანია“, – აცხადებენ „სილქნეტში“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, შესყიდვის დასრულება 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი.