„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ
„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ

„სილქნეტის“ აბონენტებს ინტერნეტი ხარვეზებით მიეწოდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის აღსადგენად სამუშაოებს საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ.

„ძვირფასო მომხმარებლებო, გაცნობებთ, რომ ტექნიკური სამუშაოების გამო, ინტერნეტის მიწოდება ხარვეზებით მიმდინარეობს. კომპანიის სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში აწარმოებენ სამუშაოებს, რათა სერვისი აღდგეს უმოკლეს ვადებში.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ „სილქნეტში“.