ჯენ ფსაკი რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე - პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია და შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენგან არავინ აპირებდა რუსეთში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ აპირებდა რუსეთში მოგზაურობას და არავის აქვს ანგარიშები რუსეთში, რომელზე წვდომაც არ შეეძლებათ.
„პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია და შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს“, – განაცხადა ფსაკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება. სანქციები ასევე ეხებათ: აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერენსს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორ სამანთა ფაუერს, პრეზიდენტ ბაიდენის შვილ ჰანთერ ბაიდენს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და სხვებს.