ჯეიმს მეტისი - სირიაში, ქიმიური თავდასხმის ადგილზე მტკიცებულებების შესაგროვებლად ინსპექტორების მუშაობა აუცილებელია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ფიქრობს, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად ადგილზე ინსპექტორების მუშაობაა აუცილებელი. მეტისის განცხადებით, დროის გასვლასთან ერთად, სამუშაო სულ უფრო გართულდება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სირიის მიერ ქიმიური იარაღის მარაგის შენარჩუნებაში რუსეთი დაადანაშაულა.
2013 წელს, რუსეთის შუამავლობით, სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის ქვეყნიდან გატანას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში მდებარე ქალაქ დუმაში ქიმიური ნივთიერება გაუშვეს, რა დროსაც სხვადასხვა ცნობებით 70 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და ქალები. დამასკოსა და მოსკოვში დუმაში მომწამვლელი გაზის გაშვების შესახებ ცნობას უარყოფენ, აშშ-ის პრეზიდენტმა 7 აპრილს განხორციელებული შესაძლო ქიმიური შეტევაზე პასუხისმგებლობა სირიას, რუსეთს და ირანს დააკისრა.