ჯეიმს დევიდ ვენსი - არ ვმალავ, 2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ტრამპი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და აზრი შემაცვლევინა
დონალდ ტრამპის მიერ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი აცხადებს, რომ არ მალავს წარსულში ტრამპის მიმართ მწვავე კრიტიკას და ამტკიცებს, რომ ეს 2024 წელს სკეპტიკოსებს კარგ მაგალითს მისცემს. ინფორმაციას „სიენენი” ავრცელებს.
„ამას არ ვმალავ. რა თქმა უნდა, 2016 წელს დონალდ ტრამპის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი შესანიშნავი პრეზიდენტი იყო და მან აზრი შემაცვლევინა“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსის თქმით, წარსულში მისი სკეპტიციზმი ახლა შეიძლება იყოს უპირატესობა.
„დონალდ ტრამპზე ცუდი რამ ვთქვი 10 წლის წინ. მე შემიძლია, კარგი მაგალითი მივცე ამერიკელ ხალხს, ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა, სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი პრეზიდენტის მიმართ ჯერ კიდევ 2016 წელს, რომლებიც შეიძლება, ახლაც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი“, – აღნიშნა ვენსმა.