ჯეიმს აპატურაი - ჩვენ გვსურს, საქართველოში დემოკრატიული პროცესი გაგრძელდეს და ეს პროცესი ასეთივე შთამბეჭდავი იყოს
ჩვენ გვსურს, საქართველოში დემოკრატიული პროცესი გაგრძელდეს და ეს პროცესი ასეთივე შთამბეჭდავი იყოს, – ამის შესახებ პირველ არხს ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განუცხადა.
ჯეიმს აპატურაი პირველ არხს საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ესაუბრა.
„ნატო ყურადღებით მიადევნებს თვალს საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან ჯგუფი ეწვევა საქართველოს და დააკვირდება არჩევნებს. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც იქნებიან ადგილზე და განახორციელებენ მონიტორინგს. რა სურს ნატო-ს საქართველოში იხილოს? ნატო-ს სურს, იხილოს მაღალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები. არჩევნებიდან არჩევნებზე სტანდარტის გაზრდა და დემოკრატიული პროცესი. საქართველო სწორ გზაზეა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ალიანსის წევრები რწმენით და ასევე ყურადღებით დააკვირდებიან პროცესს. საქართველომ იმდენად შესანიშნავ და არსებით პროგრესს მიაღწია, რომ ამ შენობაში უკლებლივ ყველაზე შთაბეჭდილება მოახდინა. ჩვენ გვსურს, დემოკრატიული პროცესი გაგრძელდეს და ეს პროცესი ასეთივე შთამბეჭდავი იყოს”, – განაცხადა აპატურაიმ.