ჯეიმი ოლივერი - ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი
მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.
„ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი – ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება“, – წერს ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში.
ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია.
ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ის ადგილობრივ შეფ-მზარეულებს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.
კულინარიის ვარსკვლავის, ჯეიმი ოლივერის გამომწერებს სოციალური არხებით საშუალება აქვთ, თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.
ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე – 6 მილიონამდე.
ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.