ჯეიკ სალივანი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის კონტრშეტევას, ჩვენ არ ვაპირებთ შედეგში ჩარევას
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი გამოეხმაურა „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას, რომელიც აშშ-ის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინა ვერ შეძლებს კონტრშეტევის მთავარი მიზნის მიღწევას.
„ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ბრიფინგზე, იგივე რჩება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის კონტრშეტევას. ჩვენ არ ვაპირებთ შედეგში ჩარევას“, – განაცხადა სალივანმა.
ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აშშ არ გააკეთებს პროგნოზებს უკრაინაში ომის შესახებ, რადგან ის „არსებითად არაპროგნოზირებადია“.
„მჯერა უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობების და განსაკუთრებით გამბედაობის, მიაღწიონ შემდგომ წინსვლას ბრძოლის ველზე“, – დასძინა სალივანმა.
სალივანმა ისაუბრა კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რთული და ხანგრძლივი ბრძოლა იქნება.