ჯეიკ სალივანი - უკრაინაში ბრძოლის ველი დინამიკურია, ორივე მხრიდან არის თავდასხმა და თავდაცვა, ბრძოლა ბევრ ადგილას უწევთ, ვხედავთ, რომ უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.
სალივანის თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ნათლად აჩვენა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველი ძალიან დინამიკურია.
„ორივე მხრიდან არის თავდასხმა და თავდაცვა ფრონტის ძალიან გრძელი ხაზის გასწვრივ, ბრძოლა ბევრ ადგილას უწევთ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას მეთოდურად და სისტემატურად“, – აღნიშნა სალივანმა.