ჯეიკ სალივანი - მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს
ჯეიკ სალივანი - მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ევრუპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მიესალმება.

„მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას“,- წერს სალივანი სოციალურ ქსელში.