ჯეიკ სალივანი – მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ევრუპული საბჭოს გადაწყვეტილებებს მიესალმება.
„მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებაში. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას“,- წერს სალივანი სოციალურ ქსელში.
We welcome the EU’s historic decision to open accession negotiations with Ukraine and Moldova, a crucial step toward fulfilling their Euro-Atlantic aspirations. We also welcome important progress for Georgia and continue to support the EU aspirations of the Western Balkans.
— Jake Sullivan (@JakeSullivan46) December 14, 2023