ჯეიკ სალივანი - აშშ მიესალმება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას
აშშ მიესალმება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„ჩვენ მივესალმებით თურქეთის პარლამენტის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა შვედეთის განცხადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ეს იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის. შვედეთი არის ძლიერი, ქმედითუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომლის ნატო-ში გაწევრიანება აშშ-სა და ალიანსს უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს გახდის“, – წერს სალივანი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ახლა უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.