ჯეი დი ვენსი - კამალა ჰარისს არ მოვწონვარ, მან თქვა, თითქოს არ ვარ ქვეყნის ერთგული, მე ვმსახურობდი საზღვაო ქვეითთა კორპუსში, რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა?
ჯეი დი ვენსი - კამალა ჰარისს არ მოვწონვარ, მან თქვა, თითქოს არ ვარ ქვეყნის ერთგული, მე ვმსახურობდი საზღვაო ქვეითთა კორპუსში, რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა?

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა მიჩიგანში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააკრიტიკა.

მან ვიცე-პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ კამალა ჰარისს ის არ მოსწონს.

„ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მე არ მოვწონვარ. კამალა ჰარისმა თქვა, თითქოს მე არ ვარ ამ ქვეყნის ერთგული. რა ვიცი, კამალა. მე ვმსახურობდი აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში და შევქმენი ბიზნესი. რა ჯანდაბას აკეთებდი შენ, ქვითრების შეგროვების გარდა? რა გაუკეთებია მას, თავისი პოლიტიკური ოფისებიდან ქვითრების შეგროვების გარდა?“ – განაცხადა ვენსმა.

ამასთან, მან ასევე ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

„არაფერია რადიკალური იმაში, რომ გქონდეს ძლიერი ეროვნული უსაფრთხოება. როდესაც ომში ვერთვებით, მტერს ძლიერ დარტყმას ვაყენებთ. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა და ის, რომ არ ცდილობდე ამერიკის ჩათრევას მსოფლიოს ყველა შორეულ კუთხესა და კონფლიქტში, ზოგჯერ, ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ჩვენი საქმე არ არის და უმჯობესია, ამისგან თავი შორს დავიჭიროთ. ეს არ არის რადიკალური აზროვნება. ეს, უბრალოდ, საღი აზრია“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.