ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მასა და პრეზიდენტ ტრამპს ირანთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივასთან დაკავშირებით კარგი განწყობა აქვთ

02:34, 03.11.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მასაც და პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ირანთან მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევის პერსპექტივასთან დაკავშირებით კარგი განწყობა აქვთ.

„ირანელებთან რამდენიმე კარგი საუბარი გვქონდა. მუშაობას განვაგრძობთ. ირანელები ყოველთვის არაპროგნოზირებადები არიან“, – აღნიშნავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

ვენსის თქმით, დონალდ ტრამპს კონკრეტული ვარიანტები კვლავ აქვს, თუმცა გარკვეული პროგრესი უკვე არსებობს.

„ვნახოთ, კიდევ შევძლებთ თუ არა წინსვლას“, – აცხადებს ვენსი.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამა უკვე გაანადგურა.

„ახლა ჩვენთვის მთავარია, ირანმა ის არ აღადგინოს ან აღდგენა არ სცადოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის“, – განმარტავს ჯეი დი ვენსი.

მსგავსი