ჯეფრი საქსი - ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსაც ნატო-ს ნაწილად ვაქცევთ, ამის მიზეზი ნათელი იყო, ეს არის გზა, რომ ევრაზიაში დომინანტები ვიყოთ, ეს არის ამერიკული უნიპოლარიზმი, ჩვენ ვართ ჰეგემონები
ადრე მხოლოდ თურქეთი იყო ნატო-ს წევრი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ვთქვით, კარგი, ავიღებთ რუმინეთს და ბულგარეთსაც, ასევე, ავიღებთ უკრაინას და საქართველოსაც, არა ჩვენი ჯორჯია, არამედ შავი ზღვის საქართველო, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი აშშ-ს ევრაზიაში დომინანტობას მოუტანდა, ვინაიდან ასეთია ამერიკის უნიპოლარული პოლიტიკა.
„ხალხი რუკას თუ ჩახედავს, საქართველო ბევრად შორსაა, შავი ზღვის რეგიონის აღმოსავლეთ საზღვარზე, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოსაც ნატო-ს ნაწილად ვაქცევთ. ამის მიზეზი ძალიან ნათელი და აშკარა იყო, ეს ჩვენი გზაა, რომ ძირითადად ევრაზიაში დომინანტები ვიყოთ. შავი ზღვის რეგიონში თუ ვიქნებით დომინანტები, რუსეთს არარაობად ვაქცევთ, ხოლო თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ შეგვეძლება ევრაზიის კონტროლი. ეს ნიშნავს ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე და ჩვენი გავლენებით აღმოსავლეთ აზიის კონტროლს, ეს არის ამერიკული უნიპოლარიზმი. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოს, ჩვენ ვართ ჰეგემონები, ჩვენ ვართ ერთადერთი სუპერძალა“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა.