ჯასტინ ტრუდო - კლიმატის ცვლილებების უარყოფა არ შეიძლება, პარტნიორებთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გლობალურ კრიზისს
კანადის ხელისუფლებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის სწრაფ რეჟიმში გამკლავება სურს.
აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდო „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
„კლიმატის ცვლილებების უარყოფა არ შეიძლება და კლიმატის ქმედება არ შეიძლება გადაიდოს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გლობალურ კრიზისს სწრაფად და ამბიციურად. ეს არის „დიდი ოცეულის“ დღევანდელი აქცენტი“, – წერს ტვიტერზე ტრუდო.