ჯასტინ ტრუდო – კლიმატის ცვლილებების უარყოფა არ შეიძლება, პარტნიორებთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გლობალურ კრიზისს
კანადის ხელისუფლებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გლობალური კრიზისის სწრაფ რეჟიმში გამკლავება სურს.
აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდო „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
„კლიმატის ცვლილებების უარყოფა არ შეიძლება და კლიმატის ქმედება არ შეიძლება გადაიდოს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გლობალურ კრიზისს სწრაფად და ამბიციურად. ეს არის „დიდი ოცეულის“ დღევანდელი აქცენტი“, – წერს ტვიტერზე ტრუდო.
Climate change cannot be denied. And climate action cannot be delayed. Working together with our partners, we need to tackle this global crisis with urgency and ambition. That’s the focus of the @G20org today – check back here for updates throughout the day. #G20RomeSummit
— Justin Trudeau (@JustinTrudeau) October 31, 2021