ჯასტინ ტრუდო კანადის მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის მეორე, მასობრივი ტალღის შესახებ აფრთხილებს
ჯასტინ ტრუდო კანადის მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის მეორე, მასობრივი ტალღის შესახებ აფრთხილებს

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის მეორე, მასობრივი ტალღის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ტრუდო მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოდუნდნენ და კვლავ დაიცვან ექიმების რეკომენდაციები.

„ფხიზლად უნდა ვიყოთ. არავის სურს კიდევ ერთი კარანტინი და ეკონომიკის დახურვა“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

კანადაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 606 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 133 748 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.