ჯასტინ ტრუდო - დონალდ ტრამპის მორიგი პრეზიდენტობა კანადისთვის ადვილი არ იქნება
ჯასტინ ტრუდო - დონალდ ტრამპის მორიგი პრეზიდენტობა კანადისთვის ადვილი არ იქნება

დონალდ ტრამპის მორიგი პრეზიდენტობა კანადისთვის ადვილი არ იქნება, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

„რესპუბლიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი თუ ნოემბერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც გაართულებს ცხოვრებას კანადისთვის. პირველ ჯერზე ადვილი არ იყო. მეორედ თუ იქნება, არც მეორედ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია დღე, როდესაც ამერიკელებთან ურთიერთობა ადვილი იქნება. ნებისმიერი პრემიერ-მინისტრის მთავარი პასუხისმგებლობაა კანადის ინტერესების დაცვა. ჩვენ ეს ძალიან კარგად შევძელით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა ტრუდომ.

როგორც კანადის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც ის დონალდ ტრამპს არ ეთანხმება, მაგალითად, კლიმატის საკითხთან დაკავშირებით.