კანადას ჩინეთი ვერ შეაშინებს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ტრუდომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩინეთმა კანადელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს არის შურისძიება, მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა კანადა დაცული იყოს უცხოური ჩარევისგან“, – განაცხადა ტრუდომ.
ცნობისთვის, ორშაბათს კანადამ ჩინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, ხოლო კანადის „არაგონივრული ქმედებების“ საპასუხოდ, რამდენიმე საათის შემდეგ ჩინეთმა კანადელ დიპლომატს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.