ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ ადამიანებმა პანდემიის მეორე ტალღის შეკავების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს, რომ ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ, რათა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის შეკავების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან. კანადის ლიდერის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„სწორედ ახლა ამ ვირუსს ეძლევა გავრცელების შანსი. რიცხვები აჩვენებს, რომ ამის შეცვლის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ პრესკონფერენციაზე.
ამჟამად კანადაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 30 ათასამდე აქტიური შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ტორონტოში კორონავირუსი ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.