ჯასტინ გეტჯი ფერგიუსონთან ბრძოლაზე - შეშინებული ვარ და ეს მომწონს
ჯასტინ გეტჯი ფერგიუსონთან ბრძოლაზე - შეშინებული ვარ და ეს მომწონს

აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ 18 აპრილს UFC 249 შედგება. მთავარი ბრძოლა მსუბუქ წონით კატეგორიაში გაიმართება. დროებითი ტიტულისთვის ერთმანეთს ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეტჯი დაუპირისპირდებიან.

ბრძოლამდე 2 კვირით ადრე კარიერის უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ჯასტინ გეტჯი სოციალურ ქსელ ტვიტერში პოსტით გამოეხმაურა – „ვარ შეშინებული და მე ეს მომწონს!”

თავდაპირველად, ფერგიუსონის ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვთან, ქამრისთვის იგეგმებოდა, თუმცა დაღესტნელი ჩემპიონი რუსეთის ფედერაციის საზღვრების დატოვებაზე უარს ამბობს. აქედან გამომდინარე, ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის გაემართა.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონს ბოლო ჩატარებული 12 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს. რაც შეეხება ჯასტინ გეტჯის, „ჰაილაითმა“ უკანასკნელი სამი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.