ტონი ფერგიუსონს ორბიტალური ძვლის მოტეხილობა აქვს
ტონი ფერგიუსონს ორბიტალური ძვლის მოტეხილობა აქვს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონის დივიზიონს ახალი დროებითი ჩემპიონი ჰყავს. 10 მაისს ჯექსონვილის არენამ UFC 249-ს უმასპინძლა. ტონი ფერგიუსონმა რვა წლის შემდეგ პირველი მარცხი განიცადა. „ელ კუკუის“ მეტოქე ჯასტინ გეიჯი იყო.

„ჰაილაითმა“ ბრძოლა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ჰერბ დინმა დაპირისპირება მეხუთე რაუნდში შეაჩერა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ფერგიუსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, ტონის თავში 100-ზე მეტი დარტყმა მოხვდა და მას ექიმებმა თვალის ორბიტალური ძვლის მოტეხილობა დაუდგინეს.

ოქტაგონზე დასაბრუნებლად ფერგიუსონს გარკვეული პერიოდი დასჭირდება. რაც შეეხება ჯასტინ გეიჯის, ამერიკელი მომდევნო ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედობის წინააღმდეგ გამართავს.