ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვის დასამარცხებლად საკუთარი ბრუტალური ფეხის დარტყმების გამოყენებას გეგმავს. ამერიკელმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ ტონი ფერგიუსონი დამაჯერებლად დაამარცხა და დროებითი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მომდევნო დაპირისპირება „ჰაილაითს“ ნამდვილი ქამრისთვის, სწორედ ნურმაგომედოვთან ელის. ბრძოლა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა დანა ვაიტმა ამის შესახებ არაერთ ინტერვიუში განაცხადა.
ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში გეიჯიმ ხაბიბთან ბრძოლაზე ისაუბრა.
„ამ ბრძოლას საუკეთესო ფორმაში შევხდები. მე გამაჩნია პოტენციალი, რომ ხაბიბს პირველი მარცხი ვაგემო. არ ვთვლი, რომ ნურმაგომედოვის დამარცხება შეუძლებელია. არსენალში ბევრი იარაღი გამაჩნია. მთავარი კი ჩემი ფეხის დარტყმებია. თუ მე კარგ კონდიციაში შევხდები ამ ბრძოლას პირობას გაძლევთ, რომ 5 რაუნდის განმავლობაში არ დავიღლები. მე მხოლოდ 8 ზუსტი დარტყმის განხორციელება მჭირდება იმისათვის, რომ მიზანს მივაღეწიო. ვფიქრობ ბრძოლა დიდი ალბათობით სექტემბერში გაიმართება. ამჟამად სხვა მეტოქეს არ განვიხილავ. ჩემი მიზანი ხაბიბის დამარცხებაა“, – განაცხადა გეიჯიმ.