დასტინ პორიესა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა აღარ შედგება
დასტინ პორიესა და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა აღარ შედგება

24 ოქტომბერს აბუ დაბიში გასამართ UFC 254-ზე შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ხაბიბისა და გეიჯის ბრძოლასთან ერთად დიდი ინტერესით ელოდნენ ამავე წონით დივიზიონში დასტინ პორიესა და ტონი ფერგიუსონის შესაძლო დაპირისპირებას. თუმცა, როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული ბრძოლა დიდი ალბათობით აღარ გაიმართება.

„ი-ეს-პი-ენ“-ის (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ პორიე მოლაპარაკების პროცესს ჩაეხსნა. „ბრილიანტმა“, ცოტა ხნის წინ დენ ჰუკერი დაამარცხა და განაცხადა, რომ ის მიმდინარე წელს მხოლოდ შესაბამისი ანაზღაურების მიღების შემთხვევაში გავა ოქტაგონზე. ამ შემთხვევაში, პორიესთვის პრომოუშენის მიერ შეთავაზებული ჰონორარი საკმარისი არ გამოდგა.

„ჩვენ ვერ შევთანხმდით პირობებზე. მე არ ვიბრძოლებ 24 ოქტომბერს“, – დაწერა დასტინმა.