დანა უაიტი - თუ ხაბიბი ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, ის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს
დანა უაიტი - თუ ხაბიბი ჯასტინ გეიჯის დაამარცხებს, ის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს

ხაბიბ ნურმაგომედოვი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებლად ასპარეზობს (28-0). ეს მართლაც უდიდესი მიღწევაა ამ სპორტის წარმომადგენლისთვის. მიუხედავად დაუმარცხებლის სტატუსისა, ხაბიბი მებრძოლთა საერთო რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. პირველ პოზიციაზე, ჯერჯერობით, ჯონ ჯონსია.

პრომოუშენის პრეზიდენტმა, დანა უაიტმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხაბიბი გეიჯის დამარცხებას შეძლებს, ის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

„ის ამ სპორტში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლვია. ხაბიბის ვიდეობს ჯამში 222 მილიონი ნახვა აქვს, იმ კონტენტზე კი, სადაც ხაბიბი ორთაბრძოლებში მონაწილეობს, წელიწადში მინიმუმ 100 მილიონ ნახვაზე ადის. და, ეს მხოლოდ ფეისბუქზე. მან რეკორდები მოხსნა ინსტაგრამზე. მე შემიძლია ამ ციფრებზე მთელი დღე გესაუბროთ. ის ასევე არის ყველაზე ხშირად არჩეული პერსონაჟი ვიდეოთამაშებში“, – განაცხადა უაიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.