ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე
ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიულ ქარდზე (UFC 254) დაუმარცხებელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა და კარიერა დაასრულა. გარდა ჰონორარისა, ხაბიბს საუკეთესო პერფომრანსისთვის ბონუსი (50 000 დოლარი) გადაეცა.

ნურმაგომედოვის გარდა, საუკეთესო პერფომრანსისთვის ბონუსი ასევე მიიღო კიდევ ერთმა დაღესტნელმა, ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა, მაგომედ ანკალაევმა. მან იონ კუტელაბა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

დღის საუკეთესო ბრძოლად კესი კენისა და ნათანიელ ვუდის დაპირისპირება აღიარეს. ორივე მებრძოლს ასევე გადაეცემათ 50 000 დოლარი.