რობერტ ვიტეკერი ხაბიბ ნურმაგომედოვზე - არ მგონია, რომ მან კარიერაში მარცხი განიცადოს
რობერტ ვიტეკერი ხაბიბ ნურმაგომედოვზე - არ მგონია, რომ მან კარიერაში მარცხი განიცადოს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონითი დივიზიონის (middleweight) ყოფილმა ჩემპიონმა რობერტ ვიტეკერმა ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. ავსტრალიელი მიიჩნევს, რომ მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი კარიერას დაუმარცხებელი დაასრულებს. „საბმიშენ რადიოსთან“ (Submission Radio) მიცემულ ინტერვიუში ვიტეკერმა ხაბიბისა და გეიჯის მოახლოვებულ ბრძოლაზეც ისაუბრა.

„მე ვთვლი, რომ ხაბიბი ამ სპორტის ნამდვილი ფენომენია. ის ძალიან ღირსეული და პატივსაცემი მებრძოლია. ბევრისთვის ის ნამდვილი გმირი და მისაბაძი პიროვნებაა. რაც შეეხება მის კარიერას, არ მგონია, რომ ხაბიბი ოდესმე წააგებს. ძალიან დიდი ხანია ყველამ იცის თუ რას გააკეთებს ის ოქტაგონზე, თუმცა ჯერჯერობით მისი დამარცხების გზა ვერავინ მონახა. ჩემი აზრით, მის შეჩერებას ვერავინ შეძლებს. ჯასტინ გეიჯი საკმაოდ ძლიერი მებრძოლია, თუმცა არ მგონია, რომ მან განსაკუთრებული პრობლემები შეუქმნას ხაბიბს. ვფიქრობ, რომ ნურმაგომედოვი კარიერას მარცხის გარეშე დაასრულებს“, – განაცხადა რობერტ ვიტეკერმა.