ცნობილი მებრძოლების გამოხმაურება ხაბიბისა და გეიჯის დაპირისპირებაზე
ცნობილი მებრძოლების გამოხმაურება ხაბიბისა და გეიჯის დაპირისპირებაზე

ხაბიბ ნურმაგომედოვმა ყველა დროის საუკეთესოთა სიაში ადგილი უპირობოდ დაიმკვიდრა.

დაღესტნელმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯი დამაჯერებლად დაამარცხა და 29 მოგებითა და არც ერთი მარცხით, კარიერა დაასრულა.

ხაბიბის გამარჯვებას შერეული ორთაბრძოლების არა ერთი ცნობილი მებრძოლი გამოეხმაურა.

კონორ მაკგრეგორი – „კარგი გამოსვლა იყო. კვლავ და კვლავ პატივისცემა და მწუხარება მამის გარდაცვალების გამო. მაკგრეგორების ოჯახი“.

ჯონ ჯონსი – „მე მინდა მივულოცო ხაბიბს წარმოუდგენელი კარიერა. ვიცი, რომ მან დღეს მამამისი და თავისი მილიონობით ფანი ძალიან ბედნიერი გახადა. დაეხმაროს მას ღმერთი მომავალ მოგზაურობაში“.

სტიპე მიოჩიჩი – „გილოცავ ხაბიბ ნურმოგამოდევ. ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო შენი ყურება. ისიამოვნე დასვენებით“.

დარენ ტილი – „ძალიან დიდმა ემოციებმა შემიპყრო ამის ყურებისას. ხაბიბის დედის მიმართ ნათქვამმა სიტყვებმა და ყველაფერმა ძალიან იმოქმედმა ჩემზე. რა კაცი. აუცილებლად ტოპ 5 ყველა დროის საუკეთესოთა შორის“.

ალექს ვოლკანოვსკი – „ის უდავოდ საუკეთესოა, საუკეთესოთა შორის! მინდა, მოგილოცო საოცარი კარიერა“.

კამარუ უსმანი – „ვულოცავ ჩემს ძმას, ხაბიბს და თავი მაღლა, ჩემო ძმაო, ჯასტინ!“.

დენიელ კორმიე – „ვულოცავ UFC-ის ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონს. რა კარიერა! მე ვამაყობ თითოეული წუთით, რომელიც შენთან გავატარე“.

ტი ჯეი დილაშოუ – „რა პერფორმანსი და კარიერა! ის უდავოდ საუკეთესოა. გილოცავ, ხაბიბ ნურმაგომედოვ!“.