ჯარჯი წიკლაური - სააკაშვილს ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, ადვოკატები მიგვითითებენ, რომ უდანაშაულოა და დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს 
ჯარჯი წიკლაური - სააკაშვილს ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, ადვოკატები მიგვითითებენ, რომ უდანაშაულოა და დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს 

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქმესთან დაკავშირებით მოწმეების მოსმენის ნაცვლად, პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა.

როგორც ჯარჯი წიკლაური ამბობს, სააკაშვილი დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს, განცხადებებს.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს რა სამართლებრივი შეფასება მოჰყვება, ამაზე იქნება რეაგირება. ვედავებით ძალადობის ორგანიზებას, ადვოკატები მიგვითითებენ, რომ უდანაშაულოა და დღემდე აკეთებს ძალადობრივ მოწოდებებს, განცხადებებს. ამიტომ არც ერთი მათი სიტყვა არ არის გასაზიარებელი. ნაცვლად იმისა, რომ მოესმინა მოწმეებისთვის, ვინც დარბევის ღონისძიებაში მონაწილეობდა, მან კვლავ თავი აარიდა და პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ამ მთავრობას თუ არ ჩამოვაგდებთ, ეს თაობა სამუდამოდ დარჩება სასირცხვილოდ უკრაინის ისტორიაში“.